დამეთანხმებით, თმის შეღებვა ჩვეულებრივი პროცედურა არ არის — ეს ის საკითხია, რომელზეც, როგორც წესი, ყველაზე მეტად ვნერვიულობთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფერი რომელიც ასე ძალიან მოგწონთ დიდხანს და ლამაზად შენარჩუნდეს. საბედნიეროდ, ამის მიღწევა რთული სულაც არ არის —ჩვენ კარგად გვესმის, რამდენ ძალისხმევას დებთ თქვენი თმის მოვლაში, ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თმის ფერის დიდიხნით შენარჩუნებაში თუ სწორად მიჰყვებით თმის მოვლის რუტინას.
1. არ დაიბანოთ თმა შეღებვიდან 24–72 საათის განმავლობაში
თმის ღერს დრო სჭირდება საღებავის მისაღებად. 72 საათამდე არ დაბანა ეხმარება საღებავს, ღრმად შეაღწიოს თმაში და ფერი უკეთ შეინარჩუნოს.
2. გამოიყენეთ პროდუქტები შეღებილი თმისთვის
სპეციალურად შეღებილი თმისთვის შექმნილი შამპუნები და ბალზამები ფერს იცავენ და არ აძლევენ გაუფერულების საშუალებას. მაგალითად, ქერა თმისთვის შექმნილი შამპუნები თმას აშორებს ყვითელ ტონს და უნარჩუნებს ბრწყინვალე ფერს.
3. არ დაიბანოთ ხშირად
თმის ყოველი დაბანისას მცირე ოდენობით საღებავი ჩამოირეცხება. დაბანის ინტერვალების გაზრდით ფერს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ. ასევე კარგი გამოსავალია მშრალი შამპუნები.
5. გამოიყენეთ წყლის ფილტრი
ქლორი და მძიმე მეტალები (განსაკუთრებით "ხისტ" წყალში) აფერმკრთალებენ ფერს. სჯობს გამოიყენოთ შხაპის ფილტრი, რომელიც ამ მინარევებს ამოიღებს და ფერს გაახანგრძლივებს.
6. რეგულარულად დატენიანეთ თმა
დატენიანებული თმა ნაკლებად კარგავს ფერს. გამოიყენეთ ღრმა აღდგენითი ნიღბები, როგორიცაა რათა ღეროები იყოს გლუვი, ჯანსაღი და ფერით სავსე. ასევე ეფექტურია Leave-In
Conditioner, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ატენიანებს და იცავს ფერს.
7. დაამატეთ სიპრიალის და დაცვის საფარი
თმის შრატი Serum-ის
შემცველობით ქმნის დამცავ ფენას, რომელიც იცავს თმას გარემოს ზემოქმედებისგან და აძლევს მყისიერ ბზინვარებასა და სიგლუვეს.
8. დაიცავით თმა ქლორისა და ზღვის მარილისგან
საცურაო აუზში ან ზღვაში ჩასვლამდე გამოიყენეთ დატოვებადი ბალზამი, რათა შეამციროთ ქლორისა და მარილის გავლენა ფერზე.
9. გამოიყენეთ თმისთვის UV-დაცვა
ისევე როგორც კანი, თმაც ზიანდება მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. მზეზე ყოფნისას ატარეთ ქუდი ან შარფი, რათა ფერი არ გახუნდეს.
10. შეამცირეთ ცხელი სტაილინგი
გადაჭარბებული ფენის და უთოს გამოყენება აფერმკრთალებს ფერს. ყოველთვის გამოიყენეთ თმის სითბოს დამცავი სპრეი და შეამცირეთ ტემპერატურა, რათა ფერი დიდხანს შეინარჩუნოთ.